ფიშერი: საქართველოს მიმდინარე პოლიტიკამ მსხვილი სამხედრო პროექტების გაუქმება გამოიწვია
გერმანიის ელჩი საქართველოში საქართველოს მთავრობის პოლიტიკასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს.
პეტერ ფიშერი აღნიშნულმა პოლიტიკამ რამდენიმე მნიშვნელოვანი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია.
"სამწუხაროდ, საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა შემაშფოთებელია გერმანიისთვის და საქართველოში ზოგიერთი დიდი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია", - წერს პიტერ ფიშერი X-ზე.
“აღვნიშნავთ ბუდესვერის [გერმანიის შეიარაღებული ძალები] დაარსების დღეს საპატიო სტუმართან, თავდაცვის ხელმძღვანელი მოადგილესთან, ბრიგადირ-გენერალ ჭიჭინაძესთან.
მეამაყება გერმანია-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გერმანიის მხარდაჭერა. სამწუხაროდ, საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა შემაშფოთებელია გერმანიისთვის და საქართველოში ზოგიერთი დიდი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია”, - წერს ფიშერი.
ცნობილია, რომ გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოსთან ახალი ფინანსური ვალდებულებები ამ ეტაპზე არ აიღოს - ამის შესახებ ელჩი ივლისში საუბრობდა.
ამასთან, საქართველოსთან აშშ-ის „ღირსეული პარტნიორის” სამხედრო სწავლებაც "განუსაზღვრელი ვადით" შეჩერდა.