"მე რა შუაში ვარ, პროცედურები დამთავრდა" - კობახიძე არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოცემაზე
ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციის პარალელურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თბილისის მერმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს.
"პირველებმა" ერთ-ერთი კაფედან გამოსულ ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვა, თუ რატომ დაამთხვია ცესკომ ფეხბურთს სხდომის ჩანიშვნა და არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნება.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლის პასუხი კი შემდეგნაირი იყო - "მე რა შუაში ვარ? პროცედურები დამთავრდა და ქვეყნდება ოქმი.
ამასთან, "ტვ პირველის" კორესპონდენტმა ირაკლი კობახიძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზეც ჰკითხა, რაზეც პრემიერმა უპასუხა - "ოპოზიცია არის გაჭირვებაში. თქვენც ხართ გაჭირვებაში".
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგებს ხვალ, 16 ნოემბერს, 11:00 საათზე შეაჯამებს - ამის შესახებ ინფორმაცია "პირველებს" ცესკოს პრესსამსახურში დაუდასტურეს.