კუპრაძე: მოვუწოდებ მოქალაქეებს, შევიკრიბოთ ცესკოსთან და დავიცვათ ქვეყნის მომავალი
ხელისუფლების ოპონენტები ხვალ, 16 ნოემბერს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქციას აანონსებენ.
როგორც კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, ადგილზე მოქალაქეები 11:00 საათისთვის შეიკრიბებიან და ცესკოს სხდომის პარალელურად, არჩევნების გაყალბებას გააპროტესტებენ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ევროპული მომავლის მცველებს აქციაზე გამოსვლისკენ და ბოლომდე ბრძოლისკენ მოუწოდებს.
ხვალ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ჩვენ ვიქნებით და მოვუწოდებ მოქალაქეებს, რომ დილიდან შევიკრიბოთ ერთობლივად ცესკოსთან, რადგან საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის დაცვაში არ უნდა დავიღალოთ. ჩვენ ვაგრძელებთ წინააღმდეგობას. ამ პროცესს შემოუერთდნენ სტუდენტებიც", - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგებს ხვალ, 16 ნოემბერს, 11:00 საათზე შეაჯამებს - ამის შესახებ ინფორმაცია "პირველებს" ცესკოს პრესსამსახურში დაუდასტურეს.