"ხვალ რუსული ოცნება სპეცოპერაციის გაფორმებას კალანდარიშვილის ხელით ეცდება" - ოთო ფარულავა
"ხვალ რუსული ოცნება სპეცოპერაციის გაფორმებას კალანდარიშვილის ხელით ეცდება" - ასე ეხმაურება კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი, ოთო ფარულავა ცესკოს მიერ ჩანიშნულ სხდომას.
ოთო ფარულავა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მოუწოდებს, ქუჩაში გამოვიდნენ და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ქვეყნის ევროპული მომავალი დაიცვან.
ხვალ რუსული ოცნება სპეცოპერაციის გაფორმებას კალანდარიშვილის ხელით ეცდება. ჩვენი ვალია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს ცესკოსთან და რუსულ რეჟიმს დავანახოთ, რომ არ ვეგუებით მიტაცებულ არჩევნებს და ვაპირებთ, ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე. ყოველი დღე იქნება ბრძოლის დღეს. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის ევროპული, ნათელი მომავლისთვის", - ამბობს ოთო ფარულავა.
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგებს ხვალ, 16 ნოემბერს, 11:00 საათზე შეაჯამებს - ამის შესახებ ინფორმაცია "პირველებს" ცესკოს პრესსამსახურში დაუდასტურეს.