მომვარდნენ და მაძევებდნენ, ამის არანაირი უფლება არ ჰქონდათ - სიორიძე

16.11.24 11:14
მომვარდნენ და მაძევებდნენ, ამის არანაირი უფლება არ ჰქონდათ - სიორიძე

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელი, გიორგი სიორიძე მედიასთან საუბრის დროს აცხადებს, რომ დავით კირთაძის მიერ გიორგი კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმის შემდეგ, მანდატურები მის გაძევებასაც ცდილობდნენ. 

ჩვენ ვნახეთ, რომ მე, ცესკოს წევრს, მომვარდნენ, მაძევებდნენ, რომლის არანაირი უფლებაც არ არსებობდა. ყველანაირი წესი, ყველანაირი ნორმა დღეს იქნა დარღვეული. ახლა ხედავთ, რომ ჩაშლილია ცესკოს სხდომა. ეს არის ყველაზე სამარცხვინო სხდომა, რომელიც დღეს ჩატარდა", - ამბობს გიორგი სიორიძე. 

ცნობისთვის, ცესკოს სხდომაზე ოპოზიციონერმა ლიდერმა ენმ-დან დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, როგორც სიმბოლო არჩევნების გაყალბების.