ცესკო ასრულებს იმას, რასაც კობახიძე და ივანიშვილი ეუბნებიან - ჯაფარიძე
"ცენტრალური საარჩევნო კომისია ასრულებს იმას, რასაც კობახიძე და ივანიშვილი ეუბნებიან" - ასე ეხმაურება კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ცესკოში მიმდინარე სხდომას, სადაც არჩევნების შემაჯამებელი ოქმი უნდა გამოიცეს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ახლა უმთავრესი ქართველი ხალხის უწყვეტი პროტესტია - "საზოგადოება სახელმწიფოს დაკარგვას არასდროს შეეგუება".
პროტესტი არის აუცილებელი. იმ ბრაზის გამოხატვა მშვიდობიანად, რომელიც ჩვენ თანამოქალაქეებში არის. ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება სახელმწიფოს დაკარგვას, რასაც ცდილობს "ოცნება", რომ ჩვენი საზოგადოება შეეგუოს. ეს პროტესტი უნდა იყოს ყოველდღიური, მუდმივი. ამას ყოველთვის მოაქვს შედეგი. ცენტრალური საარჩევნო კომისია ასრულებს იმას, რასაც კობახიძე და ივანიშვილი ეუბნებიან", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
ცნობისთვის, დღეს, 16 ნოემბერს, ცესკოში სხდომა იმართება. სხდომაზე ოპოზიციონერმა ლიდერმა ენმ-დან დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, როგორც სიმბოლო არჩევნების გაყალბების.