"ფიზიკურად იძალადეს ჩემზე" - ცესკოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

16.11.24 11:51
"ფიზიკურად იძალადეს ჩემზე" - ცესკოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს - გიორგი სიორიძესა და ცესკოს წევრებს შორის სიტყვიერი კამათი მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ცესკოში ოპოზიციის წარმომადგენელმა სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ მასზე ფიზიკურად იძალადეს. 

გიორგი სიორიძე ამბობდა, რომ დავით კირთაძის მიერ ცესკოს თავმჯდომარისთვის შავი საღებავის შესხმის შემდეგ, იგი დარბაზიდან გაურკვეველმა ადამიანებმა გააძევეს.

"გამაძევეს ცესკოს სხდომიდან გაურკვეველმა ადამიანებმა. ფიზიკურად იძალადეს ჩემზე" - თქვა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელმა, რაზეც ცესკოს თავმჯდომარის პასუხი შემდეგი იყო - "ადგილი მორიგ პროვოკაციას აქვს".

ცნობისთვის, ცესკოს სხდომაზე ოპოზიციონერმა ლიდერმა ენმ-დან დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, როგორც სიმბოლო არჩევნების გაყალბების.