"გტოვებთ მარტო, შეგიძლიათ "ოცნების" შედეგებს ბეჭედი დაარტყათ" - გიორგი სიორიძემ ცესკოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

16.11.24 11:54
"გტოვებთ მარტო, შეგიძლიათ "ოცნების" შედეგებს ბეჭედი დაარტყათ" - გიორგი სიორიძემ ცესკოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

"ძლიერი საქართველოს" ცესკოს წევრმა, გიორგი სიორიძემ ცესკოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

"გტოვებთ მარტო, შეგიძლიათ  "ქართული ოცნების" შედეგებს ბეჭედი დაარტყათ" - უთხრა სიორიძემ ცესკოს თავმჯდომარეს.

"პირველების" ინფორმაციით, ცესკოს სხდომა კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრმაც დატოვა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ, ოპოზიციონერმა ლიდერმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობიდან“  დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, როგორც არჩევნების გაყალბების სიმბოლო.