"ქართულმა ოცნებამ" საქართველოს რუსიფიკაციას ბეჭედი ოფიციალურად დაარტყა - გეგელია

16.11.24 13:16
"ქართულმა ოცნებამ" საქართველოს რუსიფიკაციას ბეჭედი ოფიციალურად დაარტყა - გეგელია

"ქართულმა ოცნებამ" საქართველოს რუსიფიკაციას ბეჭედი ოფიციალურად დაარტყა - ასე ეხმაურება კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია ცესკოს მიერ არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიღებას.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, საქართველოში "სახელმწიფოებრივი არაფერი აღარ დარჩა და ძალაუფლება სრულად არის მიტაცებული".

არაფერი სახელმწიფოებრივი ამ ქვეყანაში აღარ დარჩა. ძალაუფლება არის სრულად მიტაცებული. მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, გამოვიდნენ და დაიცვან საკუთარი სახელმწიფო იმიტომ, რომ დღის შემდეგ არცერთ მათგანს აღარ ექნებათ არც სასამართლო, სახელმწიფო, მთავრობა, პერსპექტივა, არც ევროპული მომავალი. დღეს უკვე ''ქართულმა ოცნებამ'' ოფიციალურად დაარტყა ბეჭედი საქართველოს რუსიფიკაციას'', - ამბობს გრიგოლ გეგელია.

გიორგი კალანდარიშვილმა შემაჯამებელ ოქმს ბეჭედი დაარტყა - ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეაჯამა.

საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ 53.93% მიიღო. მანდატების რაოდენობა 89 ,  კოალიცია ცვლილებისთვის 11.03 %, მანდატების რაოდენობა 19. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა  10.17% მანდატების რაოდენობა 16, კოალიცია ძლიერი საქართველო 8.81% მანდატების რაოდენობა 14,  გახარია საქართველოსთვის 7.78 %. მანდატების რაოდენობა 12.