მარკო მიჰკელსონი: თვალი ადევნეთ საქართველოს!

18.11.24 10:23
მარკო მიჰკელსონი: თვალი ადევნეთ საქართველოს!

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი თბილისში მიმდინარე პროტესტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში აქციის მონაწილეების ღამისთევის ფოტოებს აზიარებს.

“თვალი ადევნეთ საქართველოს!“, - წერს მიჰკელსონი.

თვალი ადევნეთ საქართველოს! ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ქართველ ხალხს მხარდაჭერა უნდა გამოუცხადონ" - წერს ის.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებს.