მნიშვნელოვანია, საერთაშორისო თანამეგობრობას ერთი ხმით ვესაუბროთ - სამადაშვილი სახალხო პარლამენტის შექმნაზე
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ მნიშნელოვანია, ოპოზიციამ საერთაშორისო თანამეგობრობას ერთი ხმით ესაუბროს. ოპოზიიცონერი პოლიტიკოსის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, ქუჩის აქციებთან დაკავშირებით უკეთესი კოორდინაცია არსებობდეს, რასაც სწორედ "სახალხო პარლამენტი" ითავებს.
სამადაშვილი ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა სახელწოდება ექნება ამ ერთობას, მთავარია, რომ ასეთი კოორდინაცია არსებობდეს.
ეს პირობითად არის ნათქვამი სახალხო პარლამენტი, შეიძლება, რამე სხვა ვუწოდოთ ამას. შემდეგი არჩევნების დანიშვნამდე ანუ ახალი არჩევნების დანიშვნამდე მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს საერთო საკოორდინაციო და გარკვეულწილად ფორმალიზებული ჩარჩო იმასთან ერთად, რომ ჩვენ უკეთესი კოორდინაცია უნდა გვქონდეს ქუჩის აქციებთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ვესაუბროთ ერთი ხმით. ჩვენ ვთავაზობთ, რომ დავიწყოთ კონსულტაციები ამაზე. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა გაუწიოს ამას ყველაფერს შესაბამისად კოორდინაცია, იმიტომ, რომ ეს არის დღეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, მოქმედება გეგმაზომიერი, მიმართული და მუდმივი, - ამბობს სამადაშვილი.
მამუკა ხაზარაძე „სახალხო პარლამენტის“ შექმნის ინიციატივით გამოდის. კოალიცია "ძლიერი საქართველლოს" ლიდერიი ასახელებს კანდიდატსაც, ვინც სათავეში უნდა ჩაუდგეს ეროვნულ პოლიტიკურ ცენტრს. სახალხო პარლამენტის თავმჯდომარედ ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილლს განიხილავს. სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს მთელს საქართველოში პერმანენტულ საპროტესტო აქციებს, "ოცნების" პარლამენტისთვის დემარშიც გამოცხადებას და სახალხო პარლამენტის დელეგაციის გაგზავნას ევროპასა და დასავლეთში.