სახალხო პარლამენტის შექმნის იდეა - ოპოზიცია საკითხზე კონსულტაციებს აანონსებს

18.11.24 11:59
სახალხო პარლამენტის შექმნის იდეა - ოპოზიცია საკითხზე კონსულტაციებს აანონსებს

ოპოზიცია აცხადებს, რომ "სახალხო პარლამენტის" შექმნასთან დაკავშირებით კონსულტაციებს განაგრძობს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ხალხმა მანდატი სწორედ მათ მიანიჭა, ამიტომ ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ მოქალაქეების ნება განხორციელდეს. 

ჩვენ ამაზე გვქონდა მსჯელობა და ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე. ფაქტია, რომ არალეგიტიმურია ხელისუფლება, თვითმარქვიაა „ქართული ოცნება“. ჩვენ გვჭირდება ორგანიზაციული ფორმა, რომელიც გამარჯვებას მიიყვანს ბოლომდე. ასე რომ, მზად ვართ, განვიხილოთ ეს საკითხი. ამას კარგი გააზრება, კარგი დამუშავება სჭირდება. ჩვენ ამაზე გვაქვს საუბრები, შიდა დისკუსიები. ეს არ არის ჩემთვის ახალი, რაც გავიგე. ჯერ, უბრალოდ, ვფიქრობ, პროტესტს გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, რა პროცესშიც ახლა ჩვენ ვართ. შემდგომში აუცილებლად იქნება სხვა ნაბიჯებიც, - ამბობს "ერთიანობა ნაციოანლური მოძრაობის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.

სახალხო პარლამენტის შექმნას მიესალმება კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარიაც.

საზოგადოებამ მანდატი მისცა ოპოზიციას. ამას შეიძლება, დაერქვას ნებისმიერი სახელი. რა სახელს დავარქმევთ, ამაზე გვექნება კონსულტაცია, მათ შორის „ლელოსგან“. რა ფორმას მიიღებს ეს, მეორე საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ ძალაუფლება დღეს არის ხალხის ხელში და ოპოზიციის ვალდებულებაა, რომ  დავუბრუნოთ ხალხს, - ამბობს ელენე ხოშტარია. 

გახარიას გუნდში კი ამბობენ, რომ აღნიშნული ინიციატივის შესახებ ჯერ არაფერი იციან, თუმცა ამბობენ, რომ საკითხზე ძირეული მსჯელობაა საჭირო.  

იდეასთან დაკავშირებით წარმოდგენა არ გვაქვს და ახლახანს გავეცანი ამ განცხადებას და აქ ნახსენები იყო პრეზიდენტი და მათ შორის, პრეზიდენტის პოზიციაც არ არის ცნობილი, ისევე, როგორც ჩვენც ახლა ვნახეთ. მე მახსენდება, გარკვეულწილად, წარსულში ასეთი იდეა და მეტი მსჯელობა და მეტი ანალიზი სჭირდება იმისთვის, რომ სწორად მივიდეთ იმ მიზნამდე, რასაც ჰქვია ხელახალი არჩევნები, - ამბობს აქუბარდია.  

მამუკა ხაზარაძე „სახალხო პარლამენტის“ შექმნის ინიციატივით გამოდის. კოალიცია "ძლიერი საქართველლოს" ლიდერიი ასახელებს კანდიდატსაც, ვინც სათავეში უნდა ჩაუდგეს ეროვნულ პოლიტიკურ ცენტრს. სახალხო პარლამენტის თავმჯდომარედ ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილლს განიხილავს. სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს მთელს საქართველოში პერმანენტულ საპროტესტო აქციებს, "ოცნების" პარლამენტისთვის დემარშიც გამოცხადებას და სახალხო პარლამენტის დელეგაციის გაგზავნას ევროპასა და დასავლეთში.