ივანიშვილს სჭირდება ლეგიტიმაცია ისე, როგორც არასდროს - ხატია დეკანოიძე

18.11.24 11:40
ივანიშვილს სჭირდება ლეგიტიმაცია ისე, როგორც არასდროს - ხატია დეკანოიძე

ივანიშვილს სჭირდება ლეგიტიმაცია ისე, როგორც არასდროს, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციოანლური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე საუბრობს. ოპოზიციონერის თქმით, სწორედ ამას ემსახურებოდა ოლიგარქის ოპოზიციისადმი შეთავაზება, რომ შეწყვიტონ ქუჩის პროტესტის, შევიდნენ პარლამენტში, სანაცვლოდ კი პრემიერობიდან კობახიძეს გადააყენებს. 

დეკანოიძე ამბობს, რომ ივანიშვილის მთავარ ამოცანას ახლა სწორედ მისი ლეგიტიმაცია წარმოადგენს. 

ბიძინა ივანიშვილს სჭირდება ლეგიტიმაცია ისე, როგორც არასდროს, იმიტომ, რომ ლეგიტიმაციის გარეშე ივანიშვილი არაფერს წარმოადგენს, არა მხოლოდ საერთაშორისო არენაზე, ზოგადად, ქვეყნის შიგნით და მე უფრო მეტსაც გეტყვით, რუსებისთვისაც კი არაფერს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ მას ლეგიტიმაცია სჭირდება ისე, როგორც არასდროს და შესაბამისად, მზადაა, რა თქმა უნდა, ახლა, ძალიან აინტერესებს კობახიძე ან რომელიმე მისი პროქსი. გადააგდებს და გადაყრის ნებისმიერს, როცა მას დასჭირდება. ივანიშვილის მთავარი ამოცანაა, ჰქონდეს ლეგიტიმაცია, პარლამენტი შედგეს, საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიაროს ეს არჩევნები, 26 ოქტომბრის ეს გაყალბებული არჩევნები და ყველაზე მნიშნელოვანი, მას ჰქონდეს მმართველობის პაკეტი, - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია სკანდალურ განცხადებას აკეთებს - როგორც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა  "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე მზად არის, ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობიდან გადააყენოს, თუ პროდასავლური ოპოზიცია მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდება და მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში შევა.  

"ცვლილებებისთვის" ლიდერი ბიძინა ივანიშვილს "ტვ პირველის" ეთერიდან ეუბნება, რომ ერთადერთი საკითხი, რაც შეიძლება გადაწყდეს, ეს ხელახალი არჩევნები და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარებაა: