პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის - ზურაბიშვილი არჩევნების შედეგებს ასაჩივრებს

18.11.24 20:20
პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის - ზურაბიშვილი არჩევნების შედეგებს ასაჩივრებს

 

 

საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით სარჩელით მიმართავს.

სალომე ზურაბიშვილი სარჩელს ხვალ დილით შეიტანს.

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ.

ხვალ დილით შემაქვს საკონსტიტუციოში სარჩელი სწორედ იმ ორი პრინციპის დარღვევის გამო, რასაც ჰქვია არჩევნების და საყოველთაობის დარღვევის გამო. ეს არის არა იმიტომ, რომ მე მჯერა საკონსტიტუციოსი, მინდა ბოლომდე გამოვცადოთ იმ მოსამართლეების სინდისი, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა გვინდა და საით უნდა წავიდეს ეს ქვეყანა. მინდა ვუსურვო მათ და საკუთარ თავს, აღმოჩნდეს ამ საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე მოსამართლე მაინც, ვინც გვაჩვენებს რომ ღირსეული მოსამართლეები არსებობენ ამ ქვეყანაში" - თქვა პრეზიდენტმა .

მსგავსი სიახლეები