"ვეთანხმებით პრეზიდენტს, რომელსაც აქვს სწორი შეფასებები მიტაცებულ არჩევნებთან დაკავშირებით" - კუპრაძე

18.11.24 21:24
"ვეთანხმებით პრეზიდენტს, რომელსაც აქვს სწორი შეფასებები მიტაცებულ არჩევნებთან დაკავშირებით" - კუპრაძე

კოალიცია "ძლიერი საქართველო" პრეზიდენტის გეგმას, ქვეყანაში არჩევნების ხელახლა დანიშვნის თაობაზე, მიესალმება. 

როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილს მიტაცებულ არჩევნებთან დაკავშირებით სწორი შეფასებები აქვს. 

''ძლიერი საქართველო'' ეთანხმება საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც აქვს ძალიან სწორი შეფასებები გაყალბებული და მიტაცებულ არჩევნებთან დაკავშირებით. შეუძლებელია, ამ დანაშაულის ფონზე, რაც ჩაიდინა ივანიშვილმა, ლეგიტიმაცია მიანიჭო საქართველოს პარლამენტს. მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები არის ლეგიტიმური. მეთოდებით შეიძლება განვსხვავდებოდეთ, მაგრამ ყველა ემსახურება ერთ პოზიციას, დაიცვან საქართველოს ინტერესები, ევროპული მომავალი ჩვენი ქვეყნის და უარი ვთქვათ ივანიშვილის რუსულ რეჟიმზე და მივაღწიოთ ახალ არჩევნებს'', - განაცხადა ირაკლი კუპრაძე.  

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ახალი არჩევნები მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება დაინიშნოს, რაც საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით დაკომპლექტდება ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია, შეიცვლება საარჩევნო კოდექსი და გამარტივდება საზღვარგარეთ ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების გახსნა.