"საკონსტიტუციო სასამართლო ივანიშვილის სრული გავლენისა და კონტროლქვეშ არის" - მელია

18.11.24 23:47
"საკონსტიტუციო სასამართლო ივანიშვილის სრული გავლენისა და კონტროლქვეშ არის" - მელია

"საკონსტიტუციო სასამართლო ყრუ კედელია" - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას გამოეხმაურა. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მართლმსაჯულების სისტემა ბიძინა ივანიშვილის გავლენისა და კონტროლის ქვეშ არის, რის გამოც ობიექტური გადაწყვეტილების იმედი არ აქვს. 

ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის პირობებში შედეგი ფორმალური სახით ვერ დადგება, რადგან საკონსტიტუციო სასამართლო ყრუ კედელია. საკონსტიტუციო არის ორგანო, რომელიც არათუ აღმასრულებელი ხელისუფლების გაგრძელებაა, არამედ ერთი ადამიანის სადენია. ივანიშვილის სრული გავლენისა და კონტროლქვეშ მყოფი სასამართლოა. სხვა შემთხვევაში, როდესაც სარჩელი შედის სასამართლოში, უნდა დაელოდოს სარჩელის განხილვას, გამოცხადდეს გადაწყვეტილება და ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს პარლამენტში პირველი სხდომა", - განაცხადა ნიკა მელიამ. 

საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით სარჩელით მიმართავს. სალომე ზურაბიშვილი სარჩელს ხვალ დილით შეიტანს.