"ვივლით და ირბინონ, თუ არ უჭირთ, გამოგვეკიდონ" - გვარამიას თქმით, აქციის მონაწილეები მსვლელობას დაიწყებენ

19.11.24 07:50
"ვივლით და ირბინონ, თუ არ უჭირთ, გამოგვეკიდონ" - გვარამიას თქმით, აქციის მონაწილეები მსვლელობას დაიწყებენ

 კოალიცია "ცვლილებისთის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას თქმით, აქციის მონაწილეები ახლა მსვლელობას დაიწყებენ.

ვივლით და ირბინონ, თუ არ უჭირთ გამოგვეკიდონ - ამბობს ოპოზიციონერი ლიდერი და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ახალი არჩევნები აუცილებელია. 

ყოველთვის რაღაცა იქნება, სანამ არ იქნება ახალი არჩევნები, შეეგუოს ბიძინა, ახალი არჩევნები, ყველა ვარიანტში - ამბობს გვარამია.

ჭავჭავაძის გამზირს სპეცრაზმი ტოვებს და ადგილზე მხოლოდ პოლიციელები რჩებიან. ტერიტორიიდან გაჰყავთ წყლის ჭავლისა და სახანძრო-სამაშველო ავტომობილებიც. 

გდდ-ს უფროსი ზვიად ხარაზიშვილი კი თავის რაზმთან ერთად ჭავჭავაძეზე ერთ-ერთ კაფეშია გამაგრებული.