ვაშაძე: ივანიშვილისგან გაზულუქებული მაღალჩინოსნები მანქანებში არიან, პოლიციელებს კი ქუჩაში ყინავენ

19.11.24 13:17
ვაშაძე: ივანიშვილისგან გაზულუქებული მაღალჩინოსნები მანქანებში არიან, პოლიციელებს კი ქუჩაში ყინავენ

 

 

ჩვენ მხნედ ვართ, მაგრად ვართ და წინ წავალთ - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, გაყალბებული არჩევნების გამო პროტესტი გრძელდება. 

100 მეტრით იქით ვიდექით, ისევ მელიქიშვილი იყო დაკეტილი. ახლა თვითონ აქვთ მელიქიშვილი დაკეტილი და ჩვენ რას გვერჩოდნენ? - რას მიაღწია პოლიციამ? რატომ დგანან თავადაც ვერ ხვდებიან და არიან ასე გასაცოდავებულ სიტუაციაში, ოღონდ აი ის გაზულუქებული პოლიციელები რომ ჰყავთ, ფულში რომ ცურავენ ბიძინა ივანიშვილისგან, ისინი მანქანებში არიან, ოფისებში არიან და ამ საწყალ ბიჭებს აქ უშვებენ, რომ აი აქ გაიყინონ, რაში აინტერესებთ?! ჩვენ მხნედ ვართ და წინ წავალთ"- თქვა გიორგი ვაშაძემ. 

გომელაურის უწყების თანამშრომლებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების ძალის გამოყენებით დაშლის ოპერაცია ნოემბერს, დილის 07:00 საათზე დაიწყო. 

პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია მომიინგეებისგან გაათავისუფლა, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი. 

მესამე სექტორის და სახალხო დამცვალის გამოხმაურება:  

ამ წუთებში, მელიქიშვილის გამზირი გომელაურის უწყების თანმშრომლებს ცოცვხალი ჯაჭვით აქვთ ჩაკეტილი.