დღე მესამე - 3:0, ძალა ხალხშია! - გიორგი ვაშაძე
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა მოქალაქეებს სიტყვით მიმართა და თქვა, რომ მათ ხელისუფლებას 3:0 მოუგეს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, გამარჯვება აუცილებლად მათ მხარეს იქნება, რადგან ძალა ხალხშია და არა ოლიგარქში.
დღე მესამე, 3:0. ეს არის ხალხის ძალა და აუცილებლად, იცოდეთ, მერწმუნეთ, თანამემამულეებო, ჩვენ გავიმარჯვებთ! ძალა ერთობაშია, ძალა ხალხშია და არა ოლიგარქში,- განაცხადა ვაშაძემ.
დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ მელიქიშვილის გამზრირზე. აქციის ეპიცენტრში სამართალდამცველები ახალი ჯგუფი შეიყვანეს, თუმცა პოლიციას უკან დახევა მოუწია. პროტესტის მონაწილეებს სამართალდამცველები ტერიტორიის სრულად ათსების საშუალებას არ აძლევდნენ, თუმცა ხალხის სიმრავლის გამო, მათ ამის გაკეთება მაინც მოუწიათ. მოქალაქეებმა გომელაურის რაზმის წევრები შესაძახილებით გააცილეს.
აქციის მონაწილეები ამ წუთებში ისევ ჭავჭავაძის გამზირზე იმ ადგილას მივიდნენ, სადაც გამთენიისას დარბიეს.