რუსული მმართველობის წევრი საერთაშორისო იზოლაციის გარღვევას ვერ მოახდენს - მელია სამთავრობო ცვლილებებზე
გამორიცხულია, რუსული მმართველობის წევრმა მაკა ბოჭორიშვილმა საერთაშორისო იზოლაციის გარღვევა მოახდინოს - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა, ნიკა მელიამ სამთავრობო ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება არალეგიტიმურია და გვარებს ვინ დაიკავებს მინისტრის სავარძელს, მნიშვნელობა არ აქვს"- განაცხადა ოპოზიციის ლიდერმა.
თეორიულადაც როგორ შეიძლება იმის წარმოდგენა, რომ მაკა ბოჭორიშვილი საერთაშორისო იზოლაციის რაიმე ტიპის გარღვევას მოახდენს. გამორიცხულია, რუსული მმართველობის წევრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეს მოახერხოს. ამაზე საუბარიც კი უხერხულია.
საერთაშორისო იზოლაცია მხოლოდ და მხოლოდ გაღრმავდება ვინც არ უნდა დაინიშნოს არალეგიტიმური ხელისუფლების რომელიმე მინისტრად"- თქვა ნიკა მელიამ.
მინისტრთა კაბინეტში ცვლილებაა - ირაკლი კობახიძემ ირაკლი ღარიბაშვილის კადრებისგან მთავრობა სრულად დაცალა. გაუშვა იუსტიციის, საგარეო და სოფლის მეურნეობის მინისტრები. ქვეყნის პირველი დიპლომატის პოსტი მაკა ბოჭორიშვილს ჩააბარეს, რომელიც რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატია.