პრეზიდენტი: დაიხიეს კონსტიტუცია, მეცოდება კობახიძე
საქართველოში გამართული მე-11 მოწვევის პარლამენტის სხდომის შემდეგ, ქვეყნის მთავარსარდალმა, სალომე ზურაბიშვილმა ქართველ ხალხს მიმართა.
ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა მარტოდ დარჩენილი "ქართული ოცნება" "კონსტიტუციის თავზე გადახევაში" დაადანაშაულა და განაცხადა, რომ "ყველა ის პარლამენტარი, რომლებიც დღეს გაყინული სახეებით ისხდნენ, ეცოდება".
"მმართველმა გუნდმა დაიხია თავზე კონსტიტუცია, ძალიან მეცოდებიან, პირველ რიგში, კობახიძე" - ამბობს პრეზიდენტი.
მივესალმები ქართულ საზოგადოებას, რომელსაც დღეს გული სტკივა. ყველას უნდა გვტკიოდეს გული, რადგან დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს და საქართველოს პარლამენტმა თუ მმართველმა გუნდმა, ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია. ძალიან მეცოდებიან. მეცოდება, პირველ რიგში, კობახიძე, როგორც ამ კონსტიტუციის დამწერი. როგორც ჩანს რაღაცები ვერ გათვალა, თორემ არ დაჭირდებოდა, თავზე დაეხია კონსტიტუცია. მეცოდებიან ყველა ის პარლამენტარი, რომლებიც დღეს ისხდნენ გაყინული სახეებით, რამეთუ მათ იციან, რომ არიან გაყალბებული არჩევნების შედეგი. რამეთუ იციან, რომ იქნებიან რმდენიმე თვით, თუ კვირით, ჩაკეტილი ამ დარბაზში, სადაც მათ თვითონ, არცერთს არანარი უფლება არ გააჩნია, მეცოდება ის საქართველო, სადაც ადამიანები ერთმანეთს ისე ესალმებიან, როგორც ჩვენ ვნახეთ კადრებში, რომელიც სამარცხვინოა და შევა ისტორიაში, როგორც დაჩოქების.
არ მეცოდებით თქვენ, არ მეცოდება ჩვენი საზოგადოება, რომელიც დგას იქ, სადაც უნდა იდგეს, არ მეცოდება ჩვენი ახალგაზრდობა, რამეთუ მომავალი მათ ხელშია და უნდა მოემზადნენ, რომ არა მხოლოდ მომავალია მათი, არამედ ძალიან მალე ხელში აიღონ სადავეები ამ ქვეყნის. თუ რამეს ვხდევათ თქვენი დრო მოვიდა, ის ძველი დრო, რომელიც არის ასახული პარლამენტში, დამტავრდა და საჭიროა, ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ, ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების, რომელიც უნდა ჩატარდეს ახალი ფორმით, კალანდარიშვილისეული ფორმით, არამედ სამართლიანად, თავისუფლად. ჩვენი მთავარი მოვალეობა დღეს ის კი არაა, სადმე ვიდგეთ, არამედ მომზადებაა მთავარი მოვალოება და თუ მოვემზადებით, იმედი უნდა გვქონდეს ჩვენი თავის, პარტნიორების და იმის, რომ მომავალი არის ამ ქვეყნის და ყველასი ერთად.
მე როცა გადავწყვეტ წავიდე სტრასბურგში, წინასწარ გეტყვით, რისთვის მივდივარ, ვის ვხვდები, რას ვაკეთებ და როგორ დავბრუნდები. მე აქ ვიქნები და ერთად მოვემადებით შემდეგი არჩევნებისთვის“, - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი.
"ქართულმა ოცნებამ" პარლამენტის პირველი სხდომა სრულ იზოლაციაში გამართა. სასესიო დარბაზში მხოლოდ მმართველი პარტიის ლიდერები იმყოფებოდნენ. პარლამენტში მივიდა "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი, ბიძინა ივანიშვილი. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო - დროებითმა სამანდატო კომისიამ უფლებამოსილება საკუთარი ნების გარეშე მიანიჭა ბარიერგადალახული პროდასავლური ოპოზიციის წევრებს, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და მანდატების დატოვების შესახებ საჯარო განცხადებებს აკეთებენ.
პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება “ქართული ოცნების“ 88 წევრმა ცნო.
სხდომის პარალელურად, ქუჩაში გაყალბებულ არჩევნებს საქართველოს მოქალაქეებია აპროტესტებდნენ. "მონებო!", "რუსებო!" - ისმოდა დედაქალაქის მთავარ გამზირზე.
"ქართული ოცნების" დეპუტატებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლა საპოლიციო ძალების დახმარებით მოუწია.
პირველად საქართველოს პარლამენტის ისტორიაში პირველი სხდომა პრზიდენტმა არ მოიწვია. სესიას არ ესწრება არც ოპოზიცია. საკანონმდებლო ორგანოში არ იმყოფებიან ქვეყანაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ცივილიზებული სამყარო არჩევნების საერთაშრისო გამოძიებას ითხოვს. არც აშშ-ს და არც ევროკავშირს "ქართული ოცნებისთვის" გამარჯვება არ მიულოცავს.