"ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების, რომელიც უნდა ჩატარდეს ახალი და არა კალანდარიშვილისეული ფორმით" - პრეზიდენტი

25.11.24 19:04
"ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების, რომელიც უნდა ჩატარდეს ახალი და არა კალანდარიშვილისეული ფორმით" - პრეზიდენტი

"ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების, რომელიც უნდა ჩატარდეს ახალი და არა კალანდარიშვილისეული ფორმით" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

სპეციალურ ვიდეომიმართვაში ქვეყნის მთავარსარდალმა ისიც თქვა, რომ ქართველი ხალხის გვერდით რჩება და ხელახალი არჩევნების დანიშვნისთვის ემზადება.

თუ რამეს ვხდევათ თქვენი დრო მოვიდა, ის ძველი დრო, რომელიც არის ასახული პარლამენტში, დამტავრდა და საჭიროა, ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ, ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების, რომელიც უნდა ჩატარდეს ახალი ფორმით, კალანდარიშვილისეული ფორმით, არამედ სამართლიანად, თავისუფლად. ჩვენი მთავარი მოვალეობა დღეს ის კი არაა, სადმე ვიდგეთ, არამედ მომზადებაა მთავარი მოვალოება და თუ მოვემზადებით, იმედი უნდა გვქონდეს ჩვენი თავის, პარტნიორების და იმის, რომ მომავალი არის ამ ქვეყნის და ყველასი ერთად.

მე როცა გადავწყვეტ წავიდე სტრასბურგში, წინასწარ გეტყვით, რისთვის მივდივარ, ვის ვხვდები, რას ვაკეთებ და როგორ დავბრუნდები. მე აქ ვიქნები და ერთად მოვემადებით შემდეგი არჩევნებისთვის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

"ქართულმა ოცნებამ" პარლამენტის პირველი სხდომა სრულ იზოლაციაში გამართა. სასესიო დარბაზში მხოლოდ მმართველი პარტიის ლიდერები იმყოფებოდნენ. პარლამენტში მივიდა "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი, ბიძინა ივანიშვილი. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო - დროებითმა სამანდატო კომისიამ უფლებამოსილება საკუთარი ნების გარეშე მიანიჭა ბარიერგადალახული პროდასავლური ოპოზიციის წევრებს, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და მანდატების დატოვების შესახებ საჯარო განცხადებებს აკეთებენ.

პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება “ქართული ოცნების“ 88 წევრმა ცნო.

სხდომის პარალელურად, ქუჩაში გაყალბებულ არჩევნებს საქართველოს მოქალაქეებია აპროტესტებდნენ. "მონებო!", "რუსებო!" - ისმოდა დედაქალაქის მთავარ გამზირზე.

"ქართული ოცნების" დეპუტატებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლა საპოლიციო ძალების დახმარებით მოუწია. 

პირველად საქართველოს პარლამენტის ისტორიაში პირველი სხდომა პრზიდენტმა არ მოიწვია. სესიას არ ესწრება არც ოპოზიცია. საკანონმდებლო ორგანოში არ იმყოფებიან ქვეყანაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ცივილიზებული სამყარო არჩევნების საერთაშრისო გამოძიებას ითხოვს. არც აშშ-ს და არც ევროკავშირს "ქართული ოცნებისთვის" გამარჯვება არ მიულოცავს.

მსგავსი სიახლეები