დღეს კონსტიტუციის დემონსტრაციულად დარღვევის ფაქტი ვიხილეთ - ჩოკორაია

25.11.24 21:17
დღეს კონსტიტუციის დემონსტრაციულად დარღვევის ფაქტი ვიხილეთ - ჩოკორაია

იზოლირებული "ქართული ოცნების" მიერ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამართავს კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია "კონსტიტუციის დემონსტრაციულად დარღვევის" ფაქტად აფასებს.

კოტე ჩოკორაია "ქართულ ოცნებას" საქართველოს კონსტიტუციის უგულებელყოფაში ადანაშაულებს და "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ მმართველი პარტია კონსტიტუციის ნორმიდან გავიდა.

დღეს ჩვენ ვნახეთ დემონსტრაციულად კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი. თუ მანამდე, დისკუსია მიმდინარეობდა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არ დაგვირღვევია კონსტიტუცია და დავიცავით ყველა ის უფლება, რომელიც არის გათვალისწინებული, მაგალითად, ფარულობა, თავისუფალი ნების გამოვლენა, კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც ევროპულ ინტეგრაციას ეხება და ამბობდნენ, რომ ჩვენ ვიცავთ ამას, თუმცა აქამდე საუბრობდნენ იმაზე, რომ იცავენ კონსტიტუციას. დღეს ეს  ყველაფერი იყო დემონსტრაციულად დარღვეული. საქართველოს კონსტიტუციის უგულებელყოფით არის სხდომა დანიშნული და ეს კონსტიტუციის ნორმიდან გასვლას ნიშნავს", - კოტე ჩოკორაია.

"ქართულმა ოცნებამ" პარლამენტის პირველი სხდომა სრულ იზოლაციაში გამართა. სასესიო დარბაზში მხოლოდ მმართველი პარტიის ლიდერები იმყოფებოდნენ. პარლამენტში მივიდა "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი, ბიძინა ივანიშვილი. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო - დროებითმა სამანდატო კომისიამ უფლებამოსილება საკუთარი ნების გარეშე მიანიჭა ბარიერგადალახული პროდასავლური ოპოზიციის წევრებს, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და მანდატების დატოვების შესახებ საჯარო განცხადებებს აკეთებენ.

პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება “ქართული ოცნების“ 88 წევრმა ცნო.

სხდომის პარალელურად, ქუჩაში გაყალბებულ არჩევნებს საქართველოს მოქალაქეებია აპროტესტებდნენ. "მონებო!", "რუსებო!" - ისმოდა დედაქალაქის მთავარ გამზირზე.

"ქართული ოცნების" დეპუტატებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლა საპოლიციო ძალების დახმარებით მოუწია. 

პირველად საქართველოს პარლამენტის ისტორიაში პირველი სხდომა პრზიდენტმა არ მოიწვია. სესიას არ ესწრება არც ოპოზიცია. საკანონმდებლო ორგანოში არ იმყოფებიან ქვეყანაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ცივილიზებული სამყარო არჩევნების საერთაშრისო გამოძიებას ითხოვს. არც აშშ-ს და არც ევროკავშირს "ქართული ოცნებისთვის" გამარჯვება არ მიულოცავს.

მსგავსი სიახლეები