ევროპარლამენტის რეზოლუცია არჩევნების დელეგიტიმაციისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება - ბოკუჩავა

26.11.24 12:28
ევროპარლამენტის რეზოლუცია არჩევნების დელეგიტიმაციისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება - ბოკუჩავა

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სტრასბურგში იმყოფება, სადაც ცოტა ხანში ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციაზე იმსჯელებს. საქმე 26 ოქტომბრის არჩევნებს ეხება. 

ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ აღნიშნული დოკუმენტი არჩევნების დელეგიტიმაციისთის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება. მისი თქმით, ეს იქნება საფუძველი, რომ ქვეყანაში ახალი, თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს, რათა ქვეყანა ევროპულ კურსს დაუბრუნდეს. 

დაახლოებით ერთ საათში სტრასბურგში დაიწყება მოლაპარაკებები ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საქართველოზე, რომელიც, ბუნებრივია, შეეხება 26 ოქტომბრის მიტაცებულ არჩევნებს. ამ რეზოლუციაზე ჯერ კიდევ გასულ კვირას ვმუშაობდი ბრიუსელში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. მიზანი, ბუნებრივია, არის არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება არჩევნების შედეგების, რომელიც არ ასახავდა ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი არჩევნების დელეგიტიმაციის. შესაბამისად, ამ თვითმარქვია პარლამენტის და მის მიერ ფორმირებული მთავრობის დელეგიტიმაციის, რაც არის საფუძველი ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის, რომელსაც ჩაატარებს თავისუფალი და პროფესიონალური საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას და მოგვცემს შესაძლებლობას, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ევროპული პერსპექტივა, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები