ერთპარტიული პარლამენტი მთავრობის დამტკიცებას 28 ნოემბერს აპირებს
ერთპარტიული პარლამენტი მთავრობის დამტკიცებას 28 ნოემბერს აპირებს - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
26-27 ნოემბერს მთავრობის შემადგენლობას და პროგრამას კომიტეტში განიხილავენ.
წარმოდგენილია მთავრობის შემადგენლობა. განხილვები იქნება დღეს და ხვალ კომიტეტებში. მთავრობის შემადგენლობის და პროგრამის განხილვა ხუთშაბათს იქნება უკვე ფრაქციის სხდომაზე და შემდეგ, პლენარულ სხდომაზე და დამტკიცება საქართველოს მთავრობის. ხუთშაბათს დავამტკიცებთ მთავრობას,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს, 26 ნოემბერს, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება, ხოლო პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს ჩატარდება.