სამმა პროდასავლურმა ოპოზიციამ სიები ჩახსნა - რას აპირებს გახარიას გუნდი?
ჩახსნიან თუ არა საპარლამენტო სიებს - პარტია "საქართველოსთვის"-ში აცხადებენ, რომ საკითხზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა დაზუსტებით ამბობენ, რომ "ოცნების" პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მიანიჭებენ.
როდის იქნება სიების ჩხსნის და მანდატების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება, გახარიას გუნდში არ ამხელენ.
ჩვენ პირველი პოლიტიკური ძალა ვიყავით, რომელმაც თქვა, რომ ჩვენი ლეგიტიმაცია პარლამენტს არ ექნება. ეს გუშინ იყო პირველი სხდომა. ისინი გამოიკეტნენ ცალკე ოთახში, ჩვენ ვიდექით ჩვენს ამომრჩევლებთან ერთად ქუჩაში. ეს ასე იქნება ხვალაც, ზეგაც... ჩვენ არც „ნაციონალური მოძრაობის”, მითუმეტეს, არც „ქართული ოცნების“ მხრიდან ბულინგს და ზეწოლას არ ვექვემდებარებით. ამ ტაქტიკას ჩვენ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღმა როდის და რა ფორმით ჩავხსნით, როგორ მოვიქცევით ისების ჩახსნის ნაწილში, მანდატების ნაწილში, ეს ჩენი პოლიტიკური სტრატეგიის და ტაქტიკის ნაწილია. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი ლეგიტიმაცია არალეგიტიმურ პარლამენტს არ ექნება. ეს იმას ნიშნავს, რომ არ ექნება. ანუ როგორც გუშინ არ ვიყავით, დღეს არ ვართ, მომავალშიც ასე გაგრძელდება, - ამბობს ლილუაშვილი.
ასევე ნახეთ:
- "ძლიერმა საქართველომ" საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით, ცესკოს ოფიციალურად უკვე მიმართა
- "ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით, ცესკოს ოფიციალურად დღეს რამდენიმე წუთში მიმართავს.
- ცნობისთვის, საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით ცესკოს "კოალიცია ცვლილებისთვის" გუშინ მიმართა.
- ინდივიდუალურად პარლამენტს მანდატის გაუქმების მოთხოვნით გიშინვე მიმართა გიორგი ვაშაძემაც.