ივანიშვილს წერა-კითხვის მცოდნე პრეზიდენტები არ უყვარს - ფიქრია ჩიხრაძე
ივანიშვილის შურისძიების გაგრძელება - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" წევრი ფიქრია ჩიხრაძე პრეზიდენტის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ ოლიგარქს წერა-კითხვის მცოდნე პრეზიდენტები არ უყვარს და ყაველაშვილიც სწორედ ამ ნიშნით შეარჩია.
გაგრძელებაა ბიძინა ივანიშვილის შურისძიების პრეზიდენტის ინსტიტუტზე. გააუქმა პრეზიდენტის პირდაპირ არჩევითობა, იმიტომ, რომ თვლის, რომ არ გაუმართლა არცერთმა კანდიდატმა. მას არ უყვარს წერა-კითხვის მცოდნე პრეზიდენტები და ამ ნიშნით შეარჩია, ვფიქრობ, ის კანდიდატურა, რომელიც დღეს წარმოადგინა. მას არ მოუწევს შეხვედრა დემოკრატიული სახელმწიფოების მეთაურებთან, მაგრამ ვისთანაც არ უნდა მოუწიოს შეხვედრა, უბრალოდ, წარმოიდგინეთ, რა თემებზე შეიძლება, ისაუბროს ბატონმა ყაველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ცოტა ხნის გააკეთა. ილაპარაკა „ხალხის ძალის" ლიდერის მიღწევებზე - ოლიგარქმა უმაღლესი მთავარსარდლის მთავარ ღირსებად "კაცური კაცობა" და "ქართული ჰაბიტუსი" დაასახელა.
თავად ყაველაშვილი კი ამ პოსტის დასაკავებლად მზად არის. ყველაზე მაგინებელი დეპუტატი პირობას დებს, რომ ქართული საზოგადოების გაერთიანებს.
არსანიშნავია ის გარემობაც, რომ ივანიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატის განათლების დამადასტურებელი ინფორმაცია საჯარო წყაროებში არ იძებნება.