სამადაშვილი არ გამორიცხავს, რომ ყაველაშვილი აშშ-ს მიერ იყოს სანქცირებული

27.11.24 15:28
სამადაშვილი არ გამორიცხავს, რომ ყაველაშვილი აშშ-ს მიერ იყოს სანქცირებული

ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა არის გზავნილი რუსეთისთვის, რომ არალეგიტიმური ხელისუფლება ოკუპანტის ერთგული იქნება, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი საუბრობს. პოლიტიკოსის თქმით, ყაველაშვილი ამ პოსტზე ივანიშვილმა ერთადერთი პრინციპით შეარჩია: ის იმ "ოცნების" ქვედანაყოფის წარმომადგენელი და რუსული კანონის ინიციატორია.  

ამასთან, სამადაშვილი არ გამორიცხავს, რომ მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ს მიერ იყოს სანქცირებული. 

ყაველაშვილი არის შერჩეული ერთადერთი პრინციპით: ის არის იმ პოლიტიკური ქვედანაყოფის წარმომადგენელი, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ძალის, რომელმაც რუსული კანონის ინიცირება მოახდინა. მე არ ვიცი, არის თუ არა ის სანქცირებული აშშ-მიერ, იმიტომ, რომ ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, არიან დეპუტატები „ხალხის ძალის“ შემადგენლობიდან, ვინც სანქცირებულია. ანუ ეს არის გზავნილი რუსეთისთვის, რომ სრულიად ერთგული იქნება არალეგიტიმური ხელისუფლება რუსეთის, - ამბობს სამადაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ცოტა ხნის გააკეთა. ილაპარაკა „ხალხის ძალის" ლიდერის მიღწევებზე - ოლიგარქმა უმაღლესი მთავარსარდლის მთავარ ღირსებად  "კაცური კაცობა" და "ქართული ჰაბიტუსი" დაასახელა.

 თავად ყაველაშვილი კი ამ პოსტის დასაკავებლად მზად არის. ყველაზე მაგინებელი დეპუტატი პირობას დებს, რომ ქართული საზოგადოების გაერთიანებს.

არსანიშნავია ის გარემობაც, რომ ივანიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატის განათლების დამადასტურებელი ინფორმაცია საჯარო წყაროებში არ იძებნება.

 

მსგავსი სიახლეები