ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება სახელმწიფო ინსტიტუტების გაბითურებაა - ბოკუჩავა

27.11.24 15:37
ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება სახელმწიფო ინსტიტუტების გაბითურებაა - ბოკუჩავა

ივანიშილის მხრიდან ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება სახელმწიფო ინსტიტუტების გაბითურებაა, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძღაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა საუბრობს. ოპოზიციონერის თქმით, ოლიგარქის ხელისუფლების პირობებში ქვეყანა არათუ ევროპულ მომავალს დაკარგავს, არამედ არანაირი მომავალი აღარ ექნება. 

მიხეილ ყაველაშილის პრეზიდენტის კანდიდატად დასახელება, რომელიც 8 წელიწადი იყო პარლამენტში და მე შევესწარი მის „საპარლამენტო საქმიანობას“, რომელმაც საზოგადოებას თავი მხოლოდ გინებით დაამახსოვრა საპარლამენტო გამოსვლებში, არის სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის, პრეზიდენტის ინსტიტუტის ბოლომდე გაბითურება და ქვეყნის ბანანის რესპუბლიკად ქცევა ივანიშვილის მხრიდან. ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის 33 წლის თავზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან მიხეილ ყაველაშვილამდე, არის ის რეალობა, რომლამდეც ივანიშვილმა მიიყვანა ჩვენი ქვეყანა და აქედან ერთადერთი გამოსავალი არის ივანიშვილის ხელისუფლების ჩამოშორება, რომლის პირობებშიც არათი ევროპული მომავალი არ ექნება ჩვენს ქვეყანას, არამედ არანაირი ნორმალური მომავალი არ შეიძლება, რომ ჰქონდეს, - ამბობს ბოკუჩავა. 
 

შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ცოტა ხნის გააკეთა. ილაპარაკა „ხალხის ძალის" ლიდერის მიღწევებზე - ოლიგარქმა უმაღლესი მთავარსარდლის მთავარ ღირსებად  "კაცური კაცობა" და "ქართული ჰაბიტუსი" დაასახელა.

 თავად ყაველაშვილი კი ამ პოსტის დასაკავებლად მზად არის. ყველაზე მაგინებელი დეპუტატი პირობას დებს, რომ ქართული საზოგადოების გაერთიანებს.

არსანიშნავია ის გარემობაც, რომ ივანიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატის განათლების დამადასტურებელი ინფორმაცია საჯარო წყაროებში არ იძებნება.

 

მსგავსი სიახლეები