სჯობდა, ივანიშვილს პრეზიდენტობის კანდიდატად კარაქი „პრეზიდენტი“ გამოეტანა - ცოტნე კობერიძე

27.11.24 15:43
 სჯობდა, ივანიშვილს პრეზიდენტობის კანდიდატად კარაქი „პრეზიდენტი“ გამოეტანა - ცოტნე კობერიძე

 სჯობდა, კარაქი „პრეზიდენტი“ გამოეტანა, - ასე აფასებს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ცოტნე კობერიძე პრეზიდენტის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას. მისი თქმით, ყაველაშვილი გაუნათლებელი და უზრდელია და ამიტომ მისი ამ პოსტზე დანიშნა სამარცხვინო იქნება. 

მაგას სჯობდა, კარაქი „პრეზიდენტი“ გამოეტანა... ამაზე გაურკვეველი ნაბიჯი, ძალიან უცნაურია. თვითონ არ სრცხვენიათ „ქართულ ოცნებაში“? ეს არის დაბალი განათლების მქონე ადამიანი, უზრდელი. თვითონ პრეზიდენტობას ისე „ვაბანძებთ“, რომ  ბავშვიც კი არ უნდა არსებობდეს, რომელსაც სურვილი ექნება, როდესმე პრეზიდენტი გამოვიდეს, - ამბობს ცოტნე კობერიძე. 

შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ცოტა ხნის გააკეთა. ილაპარაკა „ხალხის ძალის" ლიდერის მიღწევებზე - ოლიგარქმა უმაღლესი მთავარსარდლის მთავარ ღირსებად  "კაცური კაცობა" და "ქართული ჰაბიტუსი" დაასახელა.

 თავად ყაველაშვილი კი ამ პოსტის დასაკავებლად მზად არის. ყველაზე მაგინებელი დეპუტატი პირობას დებს, რომ ქართული საზოგადოების გაერთიანებს.

არსანიშნავია ის გარემობაც, რომ ივანიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატის განათლების დამადასტურებელი ინფორმაცია საჯარო წყაროებში არ იძებნება.

 

მსგავსი სიახლეები