ერთპარტიული პარლამენტის ყველა გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციური იქნება, მათ შორის, პრეზიდენტის არჩევაც - კონსტიტუციონალისტი
საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი კოტე ჩოკორაია ამბობს, რომ პარლამენტმა საკუთარი უფლებამოსილება კონსტიტუციით დარღვევით ცნო, შესაბამისად, ამის შემდეგ ხელისუფლების ყველა ქმედება ანტიკონსტიტუციური იქნება. ექსპერტის თქმით, ვიდრე ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის ლეგიტიმურობის საკითხს განიხილავს, იქამდე პრეზიდენტის არჩევაც და მთავრობის დაკომპლექტებაც კანონთან წინააღმდეგობაში იქნება.
ამასთან, ჩოკორაია დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ხელისუფლებისთვის სასურველ გადაწყვეტილებას მიიღებს და შეეცდება, სამართლებრივად ყველა ხარვეზი გაასწოროს და თქვა, რომ პარლამენტი ლეგიტიმურია.
მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციის დარღვევით ცნო საკუთარი უფლებამოსილება, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არალეგიტიმურად გაკეთდა და ნებისმიერი გადაწყვეტილება ამს შემდეგ იქნება არაკონსტიტუციური მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. უბრალოდ, არ ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებით, როდესაც არ დააკმაყოფილებს სარჩელს, ეცდება, რომ რაღაც ფორმით, სამართლებრივად გაასწოროს ეს ყველაფერი და ითქვას, რომ ის მოვლენები, რაც მოხდა პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდგომ არის კანონიერია. თუმცა, თავისთავად, სანამ საკონსტიტუციო სასამართლოში იხილება სარჩელი, ამ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა იქნება არაკონსტიტუციური, არაკონსტიტუციური იქნება მთავრობის დაკომპლექტებაც და შესაბამისად, პრეზიდენტის არჩევაც, - განაცხადა კოტე ჩოკორაიამ.
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ცოტა ხნის გააკეთა. ილაპარაკა „ხალხის ძალის" ლიდერის მიღწევებზე - ოლიგარქმა უმაღლესი მთავარსარდლის მთავარ ღირსებად "კაცური კაცობა" და "ქართული ჰაბიტუსი" დაასახელა.
თავად ყაველაშვილი კი ამ პოსტის დასაკავებლად მზად არის. ყველაზე მაგინებელი დეპუტატი პირობას დებს, რომ ქართული საზოგადოების გაერთიანებს.
არსანიშნავია ის გარემობაც, რომ ივანიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატის განათლების დამადასტურებელი ინფორმაცია საჯარო წყაროებში არ იძებნება.