წარმოადგენს თუ არა პრობლემას პრეზიდენტობის კანდიდატად უმაღლესი განათლების არმქონე პირის დასახელება - რას ამბობს განათლების მინისტრი
განათლების მინისტრი ვერ პასუხობს კითხვას, წარმოადგენს თუ არა პრობლემას ის გარემობა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს უმაღლესი განათლება არ აქვს. "პირველების" კითხვისგან თავის დაძვრენა ალექსანდრე წულაძემ ზოგადი პასუხიებით სცადა. მინისტრი ამტკიცებს, რომ ახალი კანონმდებლობა ამის შესაძლებლობას იძლევა.
ბატონი ყაველაშვილის კანდიდატურა, მოგეხსენებათ, ახალი კანონმდებლობით როგორც აწესრიგებს პრეზიდენტის არჩევას, ის გუნდის მიერ დასახელდა. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ის კომპეტენტური და ღირსეული ადამიანია. ის აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, რომელსაც ჩვენი კანონმდებლობა მოითხოვს, - ამბობს ალექსანდრე წულაძე.
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ცოტა ხნის გააკეთა. ილაპარაკა „ხალხის ძალის" ლიდერის მიღწევებზე - ოლიგარქმა უმაღლესი მთავარსარდლის მთავარ ღირსებად "კაცური კაცობა" და "ქართული ჰაბიტუსი" დაასახელა.
თავად ყაველაშვილი კი ამ პოსტის დასაკავებლად მზად არის. ყველაზე მაგინებელი დეპუტატი პირობას დებს, რომ ქართული საზოგადოების გაერთიანებს.
არსანიშნავია ის გარემობაც, რომ ივანიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატის განათლების დამადასტურებელი ინფორმაცია საჯარო წყაროებში არ იძებნება.