"ოცნება" ქვეყანას უპერსპექტივო რუსული ჭაობისთვის სწირავს - კუპრაძე

28.11.24 17:28
"ოცნება" ქვეყანას უპერსპექტივო რუსული ჭაობისთვის სწირავს - კუპრაძე

"ოცნება" ქვეყანას უპერსპექტივო რუსული ჭაობისთვის სწირავს - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

კუპრაძის თქმით, "ოცნება" უკვე ღიად საუბრობს, რომ ევროკავშირი მისთის საინტერესო და მისაღები აღარ არის. 

არათუ ღირსებით მიდიან ევროპისკენ, არამედ პირიქით, უღირსობით მიათრევენ ამ ქვეყანას რუსეთისკენ. უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ევროკავშირი თურმე აღარ არის საინტერესო და მისაღები ქართული ეკონომიკისთის, სამუშაო ადგილებისთვის, ჯანდაცვისთვის და განათლებისთვის და ამ ქვეყანას წირავენ და უპირებენ რომ გაწირონ უპერსპექტივო რუსული ჭაობისთვის", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. 

"ქართული ოცნებისთვის" ევროკავშირში გაწევრიანება ეკონომიკური კოლაფსის ტოლფასია. არაღიარებული პარლმენტის ჩამოყალიბების შემდეგ, ივანიშვილის გუნდი ანტიევროპულ რიტორიკას მიუბრუნდა. კამპანიის სათავეში შალვა პაპუაშვილი ჩაუდგა, რომელიც დღეს ირაკლი კობახიძემ, ლევან დავითაშვილმა და მაკა ბოჭორიშვილმა გააგრძელეს.

მსგავსი სიახლეები