"ოცნება" ყველაფერს აკეთებდა, რომ ქართული ღვინის ბაზარი ბოლომდე მიბმოდა რუსულ ბაზრებს - ირაკლი ნადირაძე
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, "ოცნება" ყველაფერს აკეთებდა, რომ ქართული ღვინის ბაზარი ბოლომდე მიბმოდა რუსულ ბაზრებს და სწორედ ამის დასტურია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაც, რომელიც დღეს ირაკლი კობახიძემ, ლევან დავითაშვილმა და მაკა ბოჭორიშვილმა გააგრძელეს.
"ქართული ოცნების" ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რომ ქართული ღვინის ბაზარი ჩამოშორებოდა ევროპის და დასავლეთის ბაზრებს და ბოლომდე მიბმოდა რუსულ ბაზრებს. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ღვინის მაფიაში ჩართულია ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები და ის კლანი, რომელიც ყველაზე კარგად არის რუსეთთან დალაგებული და რომელთაც ეკომფორტულებათ რუსეთთან ურთიერთობა და ვაჭრობა", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება "სუვერენიტეტის ნაწილისა და ეკონომიკური თავისუფლების დათმობას" ნიშნავს.
როგორც ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე "ღამის კურიერის" ეთერში ირწმუნებოდა, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა EU-ს წევრი გახდება, საქართველოს "ბევრ სახელმწიფოსთან უვიზო მიმოსვლის გაუქმება მოუწევს".