სითამამე და ვაჟკაცობა რომ არ ჰყოფნით, მერე მიდიან და თვრებიან - გახარია კობახიძის პრივატულ წვეულებაზე

29.11.24 00:13
სითამამე და ვაჟკაცობა რომ არ ჰყოფნით, მერე მიდიან და თვრებიან - გახარია კობახიძის პრივატულ წვეულებაზე

 

 

 

სითამამე და ვაჟკაცობა რომ არ ჰყოფნით, მერე მიდიან და თვრებიან - ასე გამოეხმაურა „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია წყნეთში, "ქართული ოცნების" პრივატულ ღონისძიებას.

გახარიას თქმით, “იმის მაგივრად, რომ ორი აგური ეჭიროთ ხელში, დადიან და ქეიფობენ, რაღაც სისულელეებს აკეთებენ. “

სითამამე და ვაჟკაცობა რომ არ ჰყოფნით, მერე მიდიან და თვრებიან და ამ ხალხის ხელში არის დღეს ქვეყნის ბედი. იმის მაგივრად, რომ ორი აგური ეჭიროთ ხელში, დადიან და ქეიფობენ, რაღაც სისულელეებს აკეთებენ.  ამიტომ მიმაჩნია, რომ ყველა აქ უნდა იყოს, მიუხედავად იმის, ვინ რომელ პარტიას წარმოადგენს. 

ჩვენ ვდგავართ აქ და მშვიდობიანად მოვუწოდებთ მთელ საქართველოს, მოვიდნენ, დადგნენ აქ და მოითხოვონ ის, რაც გვეკუთვნის. ეს ჩვენი უფლებაა. დღეს „ოცნებამ“ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ ძალიან კარგად ვხედავთ ახალი ეროვნული მოძრაობის აუცილებლობას“, - განაცხადა გახარიამ.

ცოტა ხნის წინ, „პირველებმა“ გაავრცელა ექსკლუზიური კადრები, რომელშიც წყნეთში, "ქართული ოცნების" პრივატული ღონისძიებიდან გამოსული ივანიშვილის პარტიის ლიდერები ჩანდნენ.

როგორც “პირველებმა“ გაარკვია, ირაკლი კობახიძის ბრიფინგის შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ"  ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების საკითხის დაყენებაზე უარი თქვა, ივანიშვილის პარტიის ლიდერები რესტორანში შეიკრიბნენ.

მსგავსი სიახლეები