დემარშების სერია - შსს-დან ხალხი მიდის

02.12.24 16:08
დემარშების სერია - შსს-დან ხალხი მიდის

დემარშების სერია გრძელდება. პროტესტის ნიშნად ამჯერად თანამდებობებს შსს-ში ტოვებენ. შსს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორი გიორგი გაბეხაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ შს სამინისტროს ემშვიდობება. მისი თქმით, გადაწყვეტილება გონებით და შინაგანი რწმენით მიიღო. 

დღეს, 2024 წლის 2 დეკემბერს, მივიღე ერთ-ერთი მძიმე, თუმცა, გონებით და შინაგანი რწმენით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, მივმართე საქართველოს შსს აკადემიის რექტორს პატაკით, დავტოვო შსს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორის თანამდებობა და დავეთხოვო შსს სამინისტროს სისტემიდან, - წერს გაბეხაძე. 

 

მსგავსი სიახლეები