კობახიძეს ახალი სახელმწიფო მდივნის პირობებში "უფრო მძიმე მდგომარეობას" უანონსებენ

05.12.24 17:51
კობახიძეს ახალი სახელმწიფო მდივნის პირობებში "უფრო მძიმე მდგომარეობას" უანონსებენ

უკრაინის მიერ ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირების შემდეგ, "ოცნების" ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ახლა აუცილებელია, სხვა ქვეყნებამაც გააძლიეროს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

ხიდაშელი ვარაუდობს, რომ უკრაინის მიერ დასანქცირებული ირაკლი კობახიძის მიმართ ასევე მკაცრი იქნება ამერიკის სახდეპი, რომელსაც მალე სათავეში მარკო რუბიო ჩაუდგება. 

ჩვენ "ქართული ოცნების" გვჭირდება ჩამოშლა, ამის გარანტია შეიძლება შექმნას პრინციპული, მძიმე და მრავალი ქვეყნის დაწესებული სანქციების რეჟიმმა. დღეს თუ უკრაინის სანქციების გამო კალაძის ქონებას დაემუქრა საფრთხე, ხვალ და ზეგ გერმანია თუ შეუერთდა ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ასეთივე საფრთხე შეექმნება კიდევ რამოდენიმე დეპუტატის ქონებას. ქვეყნების დამატების კვალობაზე, იზრდება ზეწოლა, წნეხი "ოცნების" შემადგენლობაზე. კობახიძე გარდა ამისა, შემჩნეული ჰყავთან ირანთან მეგობრობაში. ამიტომ, მე მას არ ვურჩევდი, სენატორ მარკო რუბიოს სახელმწიფო მდივნობის პირობებში ისევ ხელისუფლებაში იყოს, იმიტომ, რომ გაცილებით უფრო მძიმე იქნება მისი მდგომარეობა, ვიდრე ის არის დღეს ანტონი ბლინკენის სახელმწიფო მდივნობის პირობებში", - განაცხადა თინა ხიდაშელმა. 

ივანიშვილი, კობახიძე, კალაძე, გომელაური, ლილუაშვილი და სხვები - უკრაინამ ქართული "ოცნების" ლიდერები დაასანქცირა. ზელენსკის შავ სიაში ჯამში ოცი ადამიანის სახელი და გვარი წერია.

ამასთან, ბალტიის სამმა სახელმწიფომ "ქართული ოცნების" თერთმეტ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა - შავ სიაში ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ბიძინა ივანიშვილი, ვახტანგ გომელაური, შალვა ბედოიძე, იოსებ ჭელიძე, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური, მირზა კეზევაძე, ვაჟა სირაძე და თეიმურაზ კუპატაძე შეიყვანა. 

ცნობილი ხდება ისც, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატები დამატებითი ზომების მისაღებად ემზადება - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სანქციებზე საუბრობს.  

მსგავსი სიახლეები