დუბრავკა შუიცა: საქართველოში სიტუაცია უარესდება, ეს პირველი შემთხვევაა, როცა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა სწრაფად უხვევს ევროპული გზიდან
მდგომარეობა საქართველოში უარესდება - პირველად ვხედავთ ქვეყანას, რომელმაც მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და დაუყოვნებლივ იცვლის ევროპულ გზას - ამის შესახებ დემოკრატიისა და დემოგრაფიის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, დუბრავკა შუიცამ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილებები, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მიიღო, ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
სამ კვირაზე მეტია, ქართველი ხალხი ქუჩაში აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას. უპრეცედენტო პროტესტი მოჰყვა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 2028 წლამდე. ეს არის მთავრობის პოლიტიკის მკვეთრი ცვლილება, რომელიც ქართველი ხალხის უმრავლესობის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში 450-ზე მეტი პირი დააკავეს, დაახლოებით 300 პირის მიმართ განხორციელდა ძალადობა და უხეში მოპყრობა, ბევრს დასჭირდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 26 ოქტომბერს ჩატარდა, მას აღინიშნებოდა სერიოზული დარღვევები და შეუსაბამობები. კანონები, რომელიც მთავრობამ მიიღო, ეწინააღმდეგება ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებს"- თქვა დუბრავკა შუიცამ.
მისი თქმით, ძალადობაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.
ასევე ნახეთ:
- ტობიას კრემარი: მოდით, რეალური სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც ავიწროებს საკუთარ მოქალაქეებს
- ანა ლიურმანი - „ქართულ ოცნებას“ ეროვნული დიალოგის დაწყებისკენ მოვუწოდებ
- საქართველოში რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებსა და სხვა ზომებს სრულად მხარს ვუჭერ - ევროკავშირის საკითხებში შვედეთის მინისტრი