საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს ხვალ დილით მიმართავს
საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს ხვალ დილით მიმართავს - ამის შესახებ ბრიუსელის რადიო თავისუფლების რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა სოციალური ქსელის X- ში განაცხადა.
ევროპარლამენტის პრეზიდენტის რობერტა მეცოლას განცახდებით, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობით ორგანოში მიიწვიეს, რათა განიხილონ ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ შესაძლო სანქციები.