ესტონეთის პრემიერი: საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა კვლავ გრძელდება და ველით, ამ საკითხზე ევროპას მტკიცე პოზიცია ექნება
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა.
კრისტენ მიხალმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველოში დემონსტრანტები წინააღმდეგ ძალადობა კვლავ გრძელდება, ამიტომ EU-სგან მოსალოდნელია, რომ ამ საკითხზე მტკიცე პოზიცია ექნება.
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც დღეს განვიხილავთ, ალბათ, საქართველოა. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა კვლავ გრძელდება. ესტონეთს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების სია აქვს და ჩვენ ველით, რომ ამ საკითხზე ევროპასაც მტკიცე პოზიცია ექნება“, - განაცხადა კრისტენ მიხალმა.
ამავე თემაზე:
- ლუქსემბურგის პრემიერი: "საქართველოში არ არის იმ ტიპის დემოკრატია და კანონის უზენაესობა, რომელიც გვინდა ევროპულ მიწაზე გვქონდეს"
- ნაუსედა "ოცნების" პოლიტიკაზე: იმედგამაცრუებელი
- კალასი: განვიხილავთ, რეალური ზეწოლა მოვახდინოთ მთავრობაზე, არ გამოიყენოს ძალადობა მომიტინგეების წინააღმდეგ
- მეცოლა ქართველ ხალხს: არ მიგატოვებთ
- შოლცი: ევროკავშირი წარმოადგენს სახელმწიფოთა საზოგადოებას, რომელიც ერთგულია საერთო პრინციპების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის