შოლცი: ევროკავშირი წარმოადგენს სახელმწიფოთა საზოგადოებას, რომელიც ერთგულია საერთო პრინციპების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის
ევროპა და ევროკავშირი ერთგულია საერთო პრინციპების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის -ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა განაცხადა.
ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე პლაფ შოლცს ჰკითხეს, „რას ეტყოდა საქართველოს ქუჩებში გამოსულ ხალხს, რომელიც ევროპული მომავლისთვის იბრძვის".
„ევროპა და ევროკავშირი წარმოადგენს სახელმწიფოთა საზოგადოებას, რომელიც საერთო პრინციპების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ერთგულია“, - თქვა ოლაფ შოლცმა.
ამავე თემაზე:
- ლუქსემბურგის პრემიერი: "საქართველოში არ არის იმ ტიპის დემოკრატია და კანონის უზენაესობა, რომელიც გვინდა ევროპულ მიწაზე გვქონდეს"
- ნაუსედა "ოცნების" პოლიტიკაზე: იმედგამაცრუებელი
- კალასი: განვიხილავთ, რეალური ზეწოლა მოვახდინოთ მთავრობაზე, არ გამოიყენოს ძალადობა მომიტინგეების წინააღმდეგ
- მეცოლა ქართველ ხალხს: არ მიგატოვებთ
- ბელგიის პრემიერ-მინისტრი: საქართველოში დიდი ოდენობით უცხოური გავლენები მოქმედებენ
- ესტონეთის პრემიერი: საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა კვლავ გრძელდება და ველით, ამ საკითხზე ევროპას მტკიცე პოზიცია ექნება