პრეზიდენტი: 29-ის მერე ვიქნები ის, რაც ვარ – პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, დამოუკიდებლობით
"29-ის მერე ვიქნები ის, რაც ვარ – პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, თავისი დატვირთვით, თავისი დამოუკიდებლობით" - ამის შესახებ ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, "ვიღაცებს ჰგონიათ, რომ პრეზიდენტს შეაშინებენ, დააშინებენ და მუქარებით ესაუბრებიან" - "მგონი, მაინც ვერ მიცნობენ, ან ეს არის მცდელობა, რომ მე ამაგდონ".
29 დეკემბერზე ძალიან ბევრი რამ ისმის. ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შემაშინებენ, დამაშინებენ, რაღაც მუქარებით მელაპარაკებიან და, მგონი, მაინც ვერ მიცნობენ, ან ეს არის მცდელობა, რომ მე ამაგდონ და ვთქვა, რომ აბა რა. მეორე მხრივ, მე ძალიან მადლობელი ვარ და მესმის საზოგადოებიდან და ბევრი სხვადასხვა ჯგუფიდან, რომ აბა რა, დავიცავთ პრეზიდენტს, მაგრამ დასაცავიც არ ვარ, არც მეშინია და ვნახოთ, სად ვიქნები და როგორ ვიქნები 29-ის მერე. მაგრამ ვიქნები ის, რაც ვარ – პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, თავისი დატვირთვით, თავისი დამოუკიდებლობით. ეს პრეზიდენტი იქნება ყველა თქვენგანის მსახური. თქვენ გემსახურებით, როგორც ვემსახურები ქვეყანასა და სამშობლოს," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.