წყარო: შეხვედრადზე ბიზნესმენმა, რომელიც ივანიშივლის ახლო გარემოცვის წევრია, კობახიძეს "არათანმიმდევრული" უწოდა

25.12.24 15:57
წყარო: შეხვედრადზე ბიზნესმენმა, რომელიც ივანიშივლის ახლო გარემოცვის წევრია, კობახიძეს "არათანმიმდევრული" უწოდა

"პირველების" ინფორმაციით, ბიზნესმენეთან 4 საათიან შეხვედრაზე "ქართული ოცნების" პრემიერს, ირაკლი კობახიძეს ივანიშვილთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა ბიზნესმენმა "არაკომპეტენტური" და "არათანმიმდევრული" უწოდა.

ინფორმირებული წყარო "ტვ პირველს" ყვება, რომ ბიზნესმენები "ოცნების" პრემიერს უსვამდნენ კითხვას, რატომ გამოიწვია მისმა გადაწყვეტილებამ ქვეყანაში სრული ქაოსი. 

ასევე, "პირველების" ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელზეც კობახიძეს ძირითადად "ოცნების" მომხრე ბიზნესმენები ჰყავდა მიწვეული, ისმოდა ყვირილიც.

წყაროსვე ცნობით, მაშინ, როცა თავისუფალი ბიზნესის წარმომადგენლებმა დააყენეს მოთხოვნა და შესთავაზეს პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა, "ოცნებისს" მხარდამჭერი ბიზნესმენი აყვირდა, რომ ის ახალგაზრდები, ვინც პატიმრობაში უკანონოდა გაუშვეს, ამის ღირსები იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე გუშინ ბიზნესის წარმომადგენლებს დაუხურლ კარს მიღმა შეხვდა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ "ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენებიც. ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს აინტერესებდათ, როგორ ხედავს "ოცნების" პრემიერი შექმნილი ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავალს.