"სანქციები განაჩენია! დღეიდან, ივანიშვილს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ქეში ფულით" - ბაჩიაშვილი

27.12.24 22:17
"სანქციები განაჩენია! დღეიდან, ივანიშვილს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ქეში ფულით" - ბაჩიაშვილი

როგორ იმოქმედებს დასანქცირება ივანიშვილის ქონებაზე - გიორგი ბაჩიაშვილი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში დეტალებს განმარტავს და ამბობს, რომ ამერიკის უპრეცედენტო გადაწყვეტილების შემდეგ, ოლიგარქის არა მხოლოდ ამერიკულ აქტივებს, არამედ მის აქტივებს მთელს მსოფლიოში შეექმნება პრობლემა.

დღეიდან ნებისმიერ ბანკს ეკრძალება ივანიშვილის ნებისმიერი წილის გასხვისების ოპერაცია გაატაროს, ან დივიდენდის გატანის საშუალება მისცეს რომელიმე ორგანიზაციიდან - ამბობს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი. 

მისი თქმით, სანქციები განაჩენია, რადგან დღეიდან, ივანიშვილს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ და მხოლოდ ქეში ფულით.

ძალიან მძიმე იქნებოდა სანქცირება ნებისმიერი ბიზნესმენისთვის და მდიდარი ადამიანისთვის, რომელსაც საკმაოდ ბევრი აქტივები აქვს, როგროც საქართველოში, ისე საზღვრებსგარეთ. პრობლემა შეექმნება არა მარტო ივანიშვილის ამერიკულ აქტივებს, არამედ მის აქტივებს მთელს მსოფლიოში, რადგან ნებისმიერ ბანკს დღეიდან ეკრძალება ნებისმიერი წილის გასხვისების ოპერაცია გაატაროს, ან ასევე დივიდენდის გატანის საშუალება მისცეს რომელიმე ორგანიზაციიდან. ასევე ეს სანქციები ვრცელდება იმ ორგანიზაციებზე, რომლების 50 %-ზე მეტს ფლობს ბიძინა ივანიშვილი, ასევე ეს სანქციები გავრცელდება ყველა იმ აქტივზე, რომლესაც ფლობენ ან მისი ოჯახის წევრები, ან მისი გარემოცვა ნომინალურად და მისი რეალური მფლობელი არის ბიძინა ივანიშვილი. მაგალიტად ეს შეიძლება იყოს "ქართუ ბანკი" რომელიც გაფორმებულია უტაზე, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს არის ივანიშვილის პირადი ბანკი. ეს ის განაჩენია, რომ დღეიდან, ივანიშვილს შეუძლია სიარგბლოს მხოლოდ და მხოლოდ ქეში ფულით, ვერ ექნება ვერც ბარათი, ვერც ვერანაირი საბანკო სერვისი და მის კომპანიებსაც იგივე ემუქრება. რეალურად ეს კეთროვნად გამოცხადების ტოლფასია", - ამბობს ბაჩიაშვილი. 

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. 

მსგავსი სიახლეები