ევროპულმა ქვეყნებმა მაგალითი აშშ-სგან უნდა აიღონ და ივანიშვილს სანქციები უნდა დაუწესონ - მიხელსონი
ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი წერს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა მაგალითი ამერიკისგან უნდა აიღონ და სანქციები უნდა დაუწესონ როგორც ივანიშვილს, ასევე იმ პირებს, რომლებმაც საქართველოში ძალაუფლება მიიტაცეს.
დღე 31-ე. ქართველები ევროპასთან არიან და არა რუსეთთან. ევროპულმა ქვეყნებმა უნდა აიღონ მაგალითი ბალტიის ქვეყნებისგან და შტატებისგან და დაუწესონ სანქციები როგორც ბიძინა ივანიშვილს, ასევე იმ პირებს, რომლებმაც საქართველოში ძალაუფლება მიიტაცეს", - წერს მარკო მიხელსონი.
ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.