მივესალმები პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას - მამუკა ხაზარაძე

29.12.24 13:48
 მივესალმები პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას - მამუკა ხაზარაძე

სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, დატოვოს ორბელიანების სასახლე და ხალხს შეუერთდეს, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიესალმება. ოპოზიციონერი ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, რომ დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ უპირატესობა ქართველი ხალხის მხარესაა. 

პრეზიდენტის ლეგიტიმაციის ძალა არის ხალხი! ლეგიტიმური პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან! 
რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო სალომე ზურაბიშვილს, ჩვენ მას მხარს დავუჭერდით. 
მე გულწრფელად მივესალმები პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, ეს ძალიან სწორი ნაბიჯი იყო! 
რუსი ოლიგარქის კარზე მიმდინარე სამარცხვინო პაროდიის ფონზე, დღეს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა თავისუფალი, ქართველი ხალხის უპირატესობა! 
ბრძოლა გრძელდება! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, ერთად დავასრულებთ ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას! ჩვენ ერთად დავასრულებთ კრიზისს ჩვენს ქვეყანაში და წავიყვანთ საქართველოს ევროპაში!, - წერს მამუკა ხაზარაძე. 

სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, ის ტოვებს ორბელიანის სასახლეს, თუმცა კვლავ თავს თვლის ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად.  

მსგავსი სიახლეები