აზერბაიჯანი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ამკაცრებს
აზერბაიჯანი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ამკაცრებს - ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აიჰან ჰაჯიზადემ გააკეთა.
გადაწყვეტილების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეები წლის განმავლობაში აზერბაიჯანში 90 დღეზე მეტ ხანს ვერ შეძლებენ ყოფნას. ცვლილებები 2025 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.
ამჟამად რუსეთის მოქალაქეებს აზერბაიჯანში უვიზოდ ყოფნა შეუძლიათ ქვეყანაში შესვლიდან 90 დღის განმავლობაში. ეს შესაძლებელს ხდის დღეების "განულებას", საზღვრის გადალახვის და დაუყოვნებლივ უკან დაბრუნების გზით. იანვრიდან ეს მეთოდი აღარ იმუშავებს.
წესების გამკაცრება 25 დეკემბერს აზერბაიჯანის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფას მოჰყვა.
Azerbaijan Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან 25 დეკემბერს ჩამოვარდა. დაიღუპა 38 ადამიანი.
საერთაშისო გავლენიანი მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები გახდა.
ერთ-ერთი დასაბუთებული ვარაუდის მიხედვით, რუსული რაკეტა ბაქოდან გროზნოში მფრინავ თვითმფრინავს გროზნოს თავზე "დრონის საჰაერო აქტივობისას" გაისროლეს. რაკეტა თვითმფრინავთან ახლოს აფეთქდა, რის გამოც გარედან დააზიანა.