ზურაბიშვილი ყაველაშვილის ხელმოწერილ კანონებზე: რეპრესიების ახალი ტალღა დე ფაქტო ინაუგურაციის აღსანიშნავად

30.12.24 01:47
ზურაბიშვილი ყაველაშვილის ხელმოწერილ კანონებზე: რეპრესიების ახალი ტალღა დე ფაქტო ინაუგურაციის აღსანიშნავად

საქართველო მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოცნების მიერ პრეზიდენტად დანიშნული მიხეილ  ყაველაშვილის მიერ უფლებების შემზღუდავ კანონებზე ხელმოწერას ეხმურება.

ზურაბიშვილი ყაველაშვილს დე ფაქტო პრეზიდენტად მოიხსენიებს და წერს: 

ძალადობისა და რეპრესიების ახალი ტალღა დე ფაქტო პრეზიდენტის დე ფაქტო ინაუგურაციის აღსანიშნავად. მან ახლახან მოაწერა ხელი ახალ კანონებს, რომლებიც ზღუდავს შეკრების თავისუფლებას და იძლევა საჯარო სამსახურში "წმენდის" უფლებას.

“ქართული ოცნების” პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციიდან რამდენიმე  საათში, ერთპარტიული პარლამენტის მიერ ბოლო დღეებში დაჩქარებულად მიღებულ ადამიანის უფლებების შემზღუდავ სადავო კანონებს ხელი მოაწერა. 

ყველა საკანონმდებლო ცვლილება ერთპარტიულმა პარლამენტმა 13 დეკემბერს მიიღო. რეპრესიულ კანონებად შეფასებულ დოკუმენტს ყველაშვილმა ხელი დღეს მოაწერა და ისინი 30 დეკემბრიდან ძალაში შევა.

მსგავსი სიახლეები