სერგეი ლავროვი "ოცნებას" ანტიდასავლური პოლიტიკის გამო აქებს

30.12.24 10:22
სერგეი ლავროვი "ოცნებას" ანტიდასავლური პოლიტიკის გამო აქებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივანიშვილის ხელისუფლებას ანტიდასავლური პოლიტიკის გამო აქებს. ამის შესახებ რუსმა მაღალჩინოსანმა პროპაგადნისტულ "ტასთან" ისაუბრა.

სერგეი ლავროვი ინტერვიუში ამტკიცებს, რომ აშშ და ევროკავშირი თბილისის ცრუ დილემაში ჩაგდებას ცდილობს, თუმცა "ქართული ოცნება" ამას წარმატებით აღკვეთს. 

შეერთებული შტატები და ევროკავშირი ცდილობენ, თბილისი ცრუ დილემაში ჩააგდონ: ჩვენთან თუ ჩვენ წინააღმდეგ. იმავდროულად, საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, სურს შექმნას სუვერენული პოლიტიკა, რომელიც აკმაყოფილებს ეროვნულ ინტერესებს და არ იყოს პაიკი დასავლელების ხელში, რომლებიც საქართველოს უბიძგებენ დესტაბილიზაციისკენ, ეკონომიკური პრობლემებისა და რუსეთთან ურთიერთობების გამწვავებისკენ. ეჭვი არ მეპარება, რომ ქართველ ხალხს ესმის ყველაფერი და წინ წავა, - თქვა მან TASS-თან ინტერვიუში.

მსგავსი სიახლეები