ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული დაგვიანებული სანქციების მიუხედავად, ჯერ კიდევ მეტი უნდა გაკეთდეს -რიში
მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ საბოლოოდ დაწესდა დაგვიანებული სანქციები, ჯერ კიდევ მეტი უნდა გაკეთდეს, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში X-ზე წერს.
ამერიკელი სენატორი ამბობს, რომ შეერთებული შტატები ქართველ ხალხს არ მიატოვებს.
ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტად ღიად ანტიდასავლური პოლიტიკოსი დააყენა. კარგად ცნობილია ხელისუფლების მცდელობა, უარი თქვას საქართველოს მეგობრებზე, მაგრამ ჩვენ არ ვიტყვით უარს მის ხალხზე. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საბოლოოდ დაწესდა დაგვიანებული სანქციები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ არეულობაში მისი როლის გამო, ჯერ კიდევ მეტი უნდა გაკეთდეს. კიდევ ერთხელ, აშშ არ მიატოვებს ქართველ ხალხს და მის სურვილს ჰქონდეს თავისუფალი, სამართლიანი დემოკრატია“, - წერს ამერიკელი სენატორი.